საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით 2021 წელს ჯინის კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 0,02 პუნქტით შემცირდა და 0.34 ნიშნულს მიაღწია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. აქამდე ჯინის კოეფიციენტის ყველაზე მცირე მოცემულობა 2020 წელს დაფიქსირდა და მაშინ 0.36-ს შეადგენდა.
ჯინის კოეფიციენტის შემცირება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა შემცირდა.
ცნობისთვის, ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს. ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღეისთვის ეს განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 1 კი უთანასწოროს. აღნიშნული ფორმულა, ძირითადად, ქვეყნებში ფულის განაწილების გასაზომად გამოიყენება.