ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი იზრდება. მათივე ცნობით, გასული ოთხი თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 5 ათას 800 ტონა შეადგინა, რაც 300 ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საავიაციო ნავთის იმპორტი 6 ათას 900 ტონით გაიზარდა და 30 ათას 900 ტონა შეადგინა. ამასთან, სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 30 ათასი ტონა შეადგინა, რაც 15 ათას 300 ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს; გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი კი 300 ტონით არის გაზრდილი და 3 ათას 900 ტონა შეადგინა.