2019 წელს საქართველოში შობადობა 5,5%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.2019 წლის იანვარ-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში 22 ათას 945 ბავშვი დაიბადა,რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 367-ით ნაკლებია. კერძოდ, შარშან 6 თვეში საქართველოში 24 ათას 312 ბავშვი დაიბადა.2019 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი - 7 ათას 580 ბავშვი დედაქალაქში, ხოლო ყველაზე მცირე - 122 ბავშვი კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაიბადა.