საქართველოში შესაძლოა, გზავნილები გაძვირდეს. ამის მიზეზი გაზრდილი ტვირთბრუნვა და შესაბამისად, ავიაგადაზიდვების ღირებულების მატებაა.
როგორც „ინექს გრუპის“ დირექტორი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია საერთაშორისო გზავნილებზე ტარიფებს ინარჩუნებს, თუმცა რა იქნება სამომავლოდ, რთული სათქმელია.
მისივე თქმით, ავიაგადაზიდვის ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ტარიფების კორექტირება „ინექს გრუპსაც“ მოუწევს.
ცნობისთვის, კომპანამ FedEx უკვე დაანონსა, რომ მომავალი წლის 3 იანვრიდან მიწოდების ტარიფებს გაზრდის. CNN-ის ინფორმაციით, სერვისის გაძვირება შეერთებული შტატების ყველანაირ - შიდა, საექსპორტო თუ საიმპორტო მომსახურებას შეეხება.