08:25
29 ნოემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში შესაძლოა, ახალი ორგანო - მიწის სააგენტო შეიქმნას
17-12-2018

საქართველოში შესაძლოა, ახალი ორგანო - მიწის სააგენტო შეიქმნას. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განმარტებით, მსგავსი ორგანო მიწის მართვის მიმართულებით ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიწის ფონდის ანალიზი არ არსებობს და მსგავსი ორგანო აუცილებელია, რათა მოხდეს მიწის ინვენტარიზაცია. დანელიამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკუთრებაში არსებულ მიწებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაახლოებით, 45 -50 ათას ჰექტრამდე მიწა უცხოელების საკუთრებაშია.
ამასთან, როგორც დანელია აცხადებს, მკაცრი სანქციები იქნება მიწების დაუმუშავებლობის შემთხვევაში, მათ შორის, უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც ვალდებულებას არ შეასრულებს, შესაძლოა, საკუთრებაში არსებული მიწა ჩამოერთვათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები