საქართველოში შემთხვევათა 50-60%-ში ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთანავე, მისი მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, „ბრიტანული შტამი“ აქამდე ცირკულირებადი შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ადამიანიდან ადამიანს უფრო ადვილად გადაეცემა, რითიც აიხსნება ვირუსის სწრაფი გავრცელება.