მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 910 ათას 100 ტონა შეადგინა, რაც 26 ათას 400 ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2018 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა - 241 ათას 600 ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 26,5%-ს შეადგენს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წელს ქვეყანაში საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი სწორედ რუსეთია, რომელმაც რუმინეთი ჩაანაცვლა.