2019 წლის ნოემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა ათას 900 ტონა შეადგინა, რაც 200 ტონით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
2019 წლის ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 420 ტონა თურქეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 24%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 410 ტონით, რუსეთი - 250 ტონით და გერმანია - 180 ტონით.
ამასთან, კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 18 ათას 300 ტონა შეადგინა, რაც 700 ტონით ანუ 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.