სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საწარმოთა 1.4%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. "საქსტატის"ცნობით, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად საწარმოებში დასაქმებულთა 44,4% საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს იყენებდა, ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც ვებგვერდს ან ვებსაიტს იყენებდნენ, 40,3%-ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ "საქსტატის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საწარმოები ძირითადად სოციალური მედიის ისეთ სახეებს იყენებდნენ, როგორიცაა სოციალური ქსელი; ხოლო საწარმოთა 51,5% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის რომელიმე საშუალებას.