საქართველოში სასურსათო პროდუქტს ხარისხის ნიშანი მიენიჭება. ამ ეტაპისთვის საუბარია 11 კლასიფიკაციის ხარისხზე, როგორიცაა მაგალითად: ,,მთის პროდუქტი“, ,,ტყეში ნასუქი“, ,,პირდაპირი დაწურვის წვენი“, ,,ბიოპროდუქტი“ და სხვა. ახალი რეგულაციის მიზანია, ხელი შეუწყოს აგროტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერებას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე სანდოობისა და ექსპორტის ზრდას. აღსანიშნავია, რომ სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა. ის საწარმოები, რომლებიც ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლებით ისარგებლებენ, მუდმივიკონტროლის ქვეშ იქნებიან. მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე გარკვეული ტიპის ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.