საქართველოში მოქმედი სასტუმროების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილის შემთხვევაში, ვარსკვლავის მინიჭების მოთხოვნით საერთაშორისოდ აკრედიტებულ ორგანიზაცია იუნიონ სთარს მიმართონ. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, პროცედურის გავლა სავალდებულო არ გახდება და მხოლოდ სასტუმროს მენეჯმენტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.