2018 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61 ლარითა და 10 თეთრით გაიზარდა და ათას 202 ლარი შეადგინა.„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში ათას 318 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე მშენებლობის დარგში ფიქსირდება.ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38 ლარითა და 60 თეთრით არის გაზრდილი და ათას 12 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს.