20:11
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა
21-11-2020

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა. მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურთან ერთად, ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობდა. არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატის კონკურენტს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი წარმოადგენდა. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ. გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურზე ამომრჩევლებს ემსახურებოდა 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.

AutoPlay
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - ფუზულის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ინგლისის 2.7 მილიონი მოქალაქე D ვიტამინ-ს უფასოდ მიიღებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომხეთში კორონავირუსის 1 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გია ვოლსკის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენები კარასინთან გასარჩევი თემა არ არის, ოპოზიციის განცხადებები კი სპეკულაციაა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები