"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 968 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ექსპორტი მილიარდ 775 მილიონ 400 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 192 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო.
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 მილიარდ 417 მილიონ 400 ათასი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.