00:32
17 ოქტომბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები შემცირდა
02-09-2021

საქართველოში საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, თუ 2020 წელს სხვადასხვა კულტურები 150,5 ათას ჰექტარ ფართობზე დაითესა, წელს 147,4 ათასი ჰექტრის ათვისება მოხდა.

მცირედით გაზრდილია მხოლოდ მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) ნათესები. წელს ეს კულტურები 103,5 ათას ჰექტარზე დაითესა, შარშან 102,1 ათას ჰექტარზე.

რაც შეეხება კარტოფილს და ბოსტნეულ-ბაღჩეულს, 2021 წელს ეს კულტურები 30 ათას ჰექტარზე დაითესა, შარშან 31,5 ათას ჰექტარზე.
ასევე შემცირდა სხვა კულტურების ნათესი ფართობები 16,9 ათასი ჰექტრიდან 14 ათას ჰეტრამდე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები