2019 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საბანკო ბარათების რაოდენობა 14,1 %-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 7 მილიონ 398 ათას 914 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი რიცხვი - 8 მილიონ 613 ათას 730 ერთეულს შეადგენდა.
სებ-ის მონაცემებით, საკრედიტო ბარათების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის მაისში მიმოქცევაში სულ 673 ათას 808 საკრედიტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პეროდში, მათი რაოდენობა 962 ათას 60 ერთეულს შეადგენდა.
რაც შეეხეება სადებეტო ბარათებს, აქ 12,1%-იანი კლება დაფიქსირდა. კერძოდ, თუ 2018 წლის მაისში 7 მილიონ 651 ათას 670 სადებეტო ბარათი იყო მიმოქცევაში, მიმდინარე წლის მაისში მათი რაოდენობა 6 მილიონ 725 ათას 106 იყო.