2019 წლის აგვისტოში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 12 ათას 800 ტონა შეადგინა, რაც ივლისის მაჩვენებელთან შედარებით ათას 800 ტონით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 6 ათას 200 ტონა, თურქმენეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 48,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე და თურქეთი.მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში კი საავიაციო ნავთის იმპორტმა 75 ათას 500 ტონა შეადგინა, რაც 10 ათას 500 ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.ამასთან, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 27 ათას 500 ტონა შეადგინა. ხოლო ჯამში, იანვარ-აგვისტოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 110 ათას 500 ტონა შეადგინა, რაც 52 ათას 400 ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა კი აგვისტოში 2 ათასი 100; იანვარ-აგვისტოში კი 11 ათასი ტონა შეადგინა.