2018 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 101 ათას 800 ტონა შეადგინა, რაც 5 ათას 800 ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. გასულ წელს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 57 ათას 200 ტონა თურქმენეთიდან შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 56,2%-ს შეადგენს. მას მოსდევს საბერძნეთი - 32 ათას 400 ტონით; მე-3 ადგილზეა ეგვიპტე 5 ათასი ტონით; შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, საიდანაც - 4 ათას 700 ტონის იმპორტი განხორციელდა, მე-5 პოზიციას კი რუმინეთი იკავებს - 2 ათას 500 ტონით.
ამასთან, 2018 წელს საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 104 ათას 900 ტონა, რაც 800 ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან იმპორტის 98,9% ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე მოდის.
რაც შეეხება გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის იმპორტს, ამ მაჩვენებელმა წინა წელს 14 ათას 900 ტონა შეადგინა, რაც 200 ტონით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.