2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 188 ლარსა და 10 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 190 ლარი და 10 თეთრი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 15 ლარითა და 10 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ეს მონაცემი 173 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, მაისთან შედარებით, ივნისში ლარითა და 80 თეთრით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 166 ლარი და 60 თეთრი შეადგინა, 3 ლარითა და 40 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 315 ლარი და 50 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 25 ლარითა და 30 თეთრით არის გაზრდილი.