საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება დაიწყო - Palitra News

საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება დაიწყო

2020-12-25 15:07:28+04:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება დაიწყო. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, იმისთვის, რომ პაციენტს „რემდესივირი“ დაენიშნოს, კომისიაში შემავალი 2 ექსპერტის გადაწყვეტილებაა აუცილებელი.

„ქვეყანაში „რემდესივირის“ გამოყენება დაიწყო სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, რაც ითვალისწინებს „რემდესივირის“ დანიშვნას კომისიური განხილვის შემდეგ. 8 ექსპერტი შედის კომისიაში.

იმისთვის, რომ „რემდესივირი“ დაენიშნოს რომელიმე პაციენტს, მისივე ინფორმირებული თანხმობით, 2 ექსპერტის გადაწყვეტილებაა აუცილებელი.