10:02
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
20-08-2019

საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალის მიხედვით, 193 მლნ ლიტრი რძეა წარმოებული, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.8 % აღემატება.

„საქსტატის“ მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში, ხორცის წარმოება 15 ათას 900 ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 151 მილიონ 100 ათასი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით ნაკლებია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები