საქართველოში ნედლი რძე ისევ ძვირდება. georgiandairy.org-ის მონაცემებით, ფასები უპრეცენდენტოდ მაღალია.
ბოლო წლებში, მათი ზრდის მიზეზი მიწოდების მხარეს არსებული პრობლემებია, რომლებსაც ახლა გლობალური კრიზისიც დაემატა. ფასის ზრდა ხშირად გადარჩენის მექანიზმად გამოიყენება - თუმცა, ამით საბოლოო მომხმარებელი ზარალდება.
საინფორაციო პორტალის მონაცემებით, შინამეურნეობები ერთ ლიტრ ნედლ რძეს საშუალოდ 80 თეთრად; კომერციული ექსტენსიური ტიპის ფერმები კი - 1 ლარად აბარებენ. შარშანდელთან შედარებით, ნედლი რძე შინამეურნეობებში 5%-ით, კომერციულ ექსტენსიურ ფერმებში კი - 13%-ით არის გაძვირებული.