წინასწარი მონაცემებით, მე-3 კვარტალში საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა 154 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა, მას მოსდევს თურქეთი - 138 მილიონ 600 ათასი დოლარით, მესამე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა, რომლის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 63 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა. ჩამონათვალში მე-4 პოზიციაზეა ნიდერლანდები - 61 მილიონ 900 ათასი დოლარით, მე-5 ადგილს კი 23 მილიონ 400 ათასი დოლარით - აშშ იკავებს.