ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. იგულისმება ყველა ასაკი. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი კი დეპრესიაა. ამ მძიმე სტატისტიკის მიუხედავად, კვლევის მიხედვით, მათი 2/3 არ მკურნალობს, 70% მკურნალობაზე უარს „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს. გარდატეხის ასაკში მოზარდთა უმრავლესობას ანალოგიური ქცევა ახასიათებს, თუმცა ეს ასაკობრივი გართულებაა თუ ფსიქოლოგიური პრობლემა, უცნობია. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც არ იტარებს სათანადო მკურნალობას ან ვერ პოულობს თანადგომას, მხარდაჭერას, ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს, კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად, ცხოვრების მიმართ. უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. არც თუ იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.