დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2016 წლის მე-4 კვარტალში 1 065 ლარია. საქსტატის მონაცემებთ, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით 2016 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე დაბალი განათლების სექტორშია და 589 ლარს შეადგენს. საქსტატის ცნობით ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა და 2 023 ლარი შეადგინა.