საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საარსებო შემწეობა 456 ათას 634 ადამიანმა მიიღო. შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყანაში ყოველი მე-8 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.
სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის თითქმის 41%-ზე მეტი იღებს. კერძოდ, რეგიონში 31 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათგან 12 ათას 775 ადამიანი შემწეობას იღებს. რაც შეეხება დედაქალაქს, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, თბილისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 99 ათას 74 ადამიანს შეადგენს.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 3 მილიონ 718 ათას 200 ადამიანი ცხოვრობს.