„გალთ ენდ თაგარტმა“ საქართველოში ავტომობილების ბიზნესის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოში ყოველ ათას მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 304-ია, თუ ძველ, გაუქმებულ ავტომობილებს გამოვაკლებთ კი, ეს რიცხვი 234-მდე მცირდება.
რაც შეეხება, გზებზე მოძრავი და გაუქმებული ავტომობილების რაოდენობას, როგორც კვლევიდან ირკვევა, 2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული მილიონ 380 ათასი ავტომობილიდან, მხოლოდ მილიონ 60 ათასი არის აქტიური.