"საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტის საკითხი საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების დონეზე საბოლოოდ შეთანხმდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრმა განაცხადა. ყაზახეთი ხორბლის ტრანსპორტირებას თავის ტერიტორიაზე დაასუბსიდირებს, რაც ნათია თურნავას თქმით, საშუალებას მოგვცემს, ხორბალი საქართველოში უფრო დიდი მოცულობით და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შემოვიდეს. ექსპერტების აზრით, ყაზახეთის მიერ ხორბლის ტრანსპორტირების ამ ნაწილის სუბსიდირება მთლიანი გზის მხოლოდ 20-25% -ია, თუმცა ეს შეღავათიც დადებითად აისახება საქართველოზე, კერძოდ, ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიცირებას.შეგახსენებთ, რომ ყაზახური ხორბლის იმპორტის შესაძლო ზრდა თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟენის კასიმბეკთან ერთად, სამი კვირის წინ განიხილა და ინიციატივა ძალაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ყაზახეთში ვიზიტის დროს შევიდა.