გაზაფხულიდან საქართველოში პოლურეტანის სკების წარმოება დაიწყება, რაც ქართული თაფლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს. ასოციაციის პრეზიდენტის თეიმურაზ ღოღობერიძის განმარტებით, ერთი ქართული სკის ღირებულება საშუალოდ 100 ლარით ნაკლები იქნება იმპორტირებულ სკასთან შედარებით, გარდა ამისა, თემურ ღოღობერიძის განცხადებით, საქართველოში დამზადებული პოლურეტანის სკები იმპორტირებულ პენოპლასტის სკებზე უფრო ხარისხიანი იქნება.