2015-16 წლებში საქართველოში პატიმართა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. ევროკავშირის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმრების დიდი რაოდენობა კვლავ პრობლემაა. დოკუმენტის თანახმად, ევროპის მასშტაბით, პატიმრების რაოდენობა 6.8%-ით არის შემცირებული, თუმცა 15-მდე ქვეყანაში მსჯავრდებულთა რიცხვი კვლავ საკმაოდ მაღალია, ერთ-ერთი ქვეყანა კი საქართველოა. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, ევროპის მასშტაბით, 1 მილიონ 404 ათას 398 ადამიანს შეეფარდა პატიმრობა.