სსაქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა. მთავობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც 2 აპრილიდან ძალაშია. იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია რომ დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონერებისათვის კრიტიკულად აუცილებელია, დასაშვებია ოფისში მაქსიუმ 5 ადამიანის ყოფნა.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ონლაინ მხოლოდ მზა საჭმელის გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც დაემატა