საქართველოში ხორბლის ტრანზიტი შესაძლოა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანპოსრტით განხორციელდეს. მოგეხსენებათ, ბოლო კვირების განმავლობაში, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები covid-19-ის ინფექციის მთავარი წყარო არიან. ყოვედღიურად დაახლოებით 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე სატვირთო მანქანებით სატრანზიტო მოძრაობა მაღალი რისკის შემცვლელია. სწორედ ამიტომ, ეკონომიკის სამინისტროშო შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ასევე ჩართული არიან ბიზნესის წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროც.
უფრო კონკრეტულად კი, მსჯელობა მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ხორბლის ტრანზიტი მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით განხორციელდეს. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საზღვაო გზით ხორბლის ტრანზიტი ბევრად ეფექტური იქნება.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, 3 ათას ტონიანი ერთი გემი ანაცვლებს 12 გადაზიდვას სატვირთო ავტომანქანის საშუალებით. ამასთან, გემით შემოსული ხორბალი უსაფრთხოა და შესაბამისად, კოვიდ-19-ის ინფექციის გავრცელების რისკიც მნიშვნელოვნად შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ხორბლის მოსავალი შემცირებულია რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, არგენტინასა და საფრანგეთში. კვლევევის შედეგები ცხადყოფს, რომ ის მოლოდინები, რაც გლობალურად ხორბლის ფასის შემცირებას უკავშირდებოდა, არ გამართლდა. უფრო მეტიც, საქართველოში, ოქტომბერ-ნოემბერში ხორბლის ფასის ზრდაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთზე მოდის.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში საუბრობენ, ადგილობრივი წარმოების გაზრდას უკავშირდება. საქართველოში ერთ ჰექტარ მიწაზე დაახოებით 2 ტონა ხორბალი მოდის. ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი ეს მაჩვენებელი 5 ტონამდე გადაზარდოს. ეს კი დაახლოებით 30-40%-ით შეამცირებს ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის წილს.