"პოლიეთილენის პარკები საქართველოში არ უნდა გაიყადოს, მაგრამ არსებობს განწყობა, რომ პლასტიკის პარკების ექსპორტი დაშვებული იყოს" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტში ცვლილების შეტანაზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მისივე განმარტებით, პროექტის გადავადება, ან სტრატეგიული ხაზის შეცვლა არ განიხილება . ამასთან, უწყების ცნობით, საბოლოო ცვლილების პაკეტი უახლოეს მომავალში იქნება მზად. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან, ნებისმიერი სისქის პლასტიკის აპრკების წარმოება , იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.