2019 წელს საქართველოში საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები 193 ათას 600 ჰექტარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13 ათას 500 ჰექტარით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს ნათესების ფართობი 207 ათას 100 ჰექტარს შეადგენდა.
სტატისტიკის მიხედვით, საშემოდგომო კულტურების ფართობი 52 ათას 100 ჰექტარს შეადგენდა, რაც 2018 წელთან შედარებით 2 ათას 400 ჰექტრით ნაკლებია. 11 ათას 200 ჰექტარით შემცირდა საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები და 141 ათას 500 ჰექტარი შეადგინა.
შემცირებულია საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების ფართობები - 98 ათას 800ი ჰექტარიდან 90 ათას 400 ჰექტრამდე. ასევე შემცირდა კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეულის კულტურები, რომელიც 34 ათას 309 ჰექტრიდან 32 ათას 200 ჰექტრამდე ჩამოვიდა.