16:14
9 მაისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში მზესუმზირის ზეთის წარმოება იწყება - როდის გამოჩნდება ბაზარზე ქართული ბიო ზეთი
05-05-2021

ბიომეურნეობა „სამყურა“ მზესუმზირის ზეთის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის მფლობელი, ნიკა ბეგალიშვილი აცხადებს. მისივე თქმით, პროდუქცია ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოჩნდება.

პროდუქტის გაყიდვა იგეგმება, როგორც ბიომეურნეობის გვერდზე ონლაინ, ასევე სუპერ-მარკეტებში, სადაც ბიო პროდუქცია იყიდება. მისივე განმარტებით, ეს პროდუქტიც იქნება ბიო.

 ცნობისთვის, ბიო მეურნეობა „სამყურა“ ალაზნის ველზე წნორში მდებარეობს. „სამყურას“ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
თედო
06-05-2021
მე რაც ვიცი(ალბათ, სხვებიც იქნებოდა)საქართველოში მზესუმზირის წარმოება ჯერ 2001 წელს, შემდეგ 2006 წელს, შემდეგ ჩეხებმა 2010 წელს დააპირეს. გაირკვა, რომ ნედლეული იმდენად ცოტაა, ნედლეულის იმპორტის შემთხვევაშიც კი, საწარმოს ასამუშავებლად, ადგილობრივი ნახევარიც ვერ მოგროვდებოდა. ჰოდა, არ უღირდათ. საინტერესოა, ახლა რა ნედლეულით და რა წარმადობის საწარმოს ამოქმედებას აპირებენ.
ლალუკა
05-05-2021
რა გეჩქარებოდათ. ვინ დაიწყებს, დაწყებული არ აქვთ?, ბათუმის კოფეინის ქარხანაში წილი რომ აქვს თურქებთან ერთად მერაბიშვილს.
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები