დღეიდან ძალაში შევიდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების ნიდერლანდებში შესვლის აკრძალვის შესახებ.
როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გამოქყვენებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არსებული გადაწყვეტილება ნიდელანდების დიპლომატიურმა უწყებამ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველო მიეკუთვნებოდა იმ ვიწრო ქვეყნების სიას, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია და რომ 2020 წლის პირველი ივლისიდან ნიდერლანდებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის ნებადართული იყო. დღეიდან კი, ძალაში კვლავ შედის შეზღუდვა, რომელიც ნიდერლანდებში ტურისტული მიზნებით მოგზაურობის კრძალავს.