საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 %-ით შემცირდა და 965 ათას 300 სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453 ათას 100 სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.8 % ჩამორჩება.
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.9 პროცენტით შემცირდა და ერთი მილიონი სული შეადგინა.
ღორების რაოდენობამ 194 ათას 700 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, 13.4 პროცენტით ნაკლებია.