2018 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიონ 729 ათას 600 კაცი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ მოიცავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2017 წელს დადებითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა და 5 ათას 471 კაცი შეადგინა.
რაც შეეხება მამაკაცებისა და ქალების რიცხოვნობას, საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0.3 პროცენტით გაიზარდა და მილიონ 791 ათას 600 კაცი, ხოლო ქალების წილი 0.1 პროცენტით შემცირდა და მილიონ 938 ათას 100 შეადგინა.