სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 21,9% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა. მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა. ამასთან, საქსტატის ცნობით, სიღარიბის ზღვარს ქვევით სოფელში უფრო მეტი ადამიანია, მათი რიცხვი 26,6%-ს შეადგენს, ქალაქში კი ეს მაჩვენებელი 18,6%-ია.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური უთანასწორობის გასაზომად მედიანურ მოხმარებას ანუ ქვეყანაში ერთი ადამიანის საშუალო ყოველთვიური მოხმარების, 60 და 40 პროცენტზე ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს იყენებს. "საქსტატის" 2017 წლის მონაცემებით, მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 22.3%-ი, ხოლო 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 8,5%-ია.