საქართველოში პირველად მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართა. ტექნოპარკში შეკრებილ დაინტერესებულ პირებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო მონაცემთა ვიზუალიზაციაზე ემუშავათ. ჰაკათონში მონაწილეობა დიზაინერებმა, პროგრამისტებმა, მკვლევარებმა, სტატისტიკოსებმა, კომუნიკაციის და სხვა სფეროების სპეციალისტებმა მიიღეს.
ჰაკათონში მონაწილეობის სურვილი 250-მდე ადამიანმა გამოთქვა. აპლიკანტთაგან საბოლოოდ 100 მონაწილე შეირჩა. მონაწილეები 3-6 კაციან გუნდებად გაერთიანდნენ და ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ მონაცემებზე იმუშავეს. გამარჯვებულები სპეციალურად ჰაკათონისთვის შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა.