საქართველოში მომღერალი Jessie J კონცერტს გამართავს - Palitra News

საქართველოში მომღერალი Jessie J კონცერტს გამართავს

2019-05-07 13:43:14+04:00

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია საკონცერტო დარბაზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება "ბლექ სი არენას" მსმენელის წინაშეც.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე და ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.