2017 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 მილიონ 381 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 69.7 პროცენტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, 30.3 პროცენტი კი საქართველოდან სტუმრობდა. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროების ვიზიტორებს შორის უმეტესობა რუსეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და ირანიდან იყო.
სტუმრების 78.4 პროცენტი სასტუმროებს რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, 13.8 % - საქმიანი და პროფესიული , 1.9%- მკურნალობის - ხოლო სხვა მიზნებით 5.9 პროცენტი ეწვია.