მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, ასევე, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთობლივი პროექტის - ,,კონტეინერების კონტროლის პროგრამის’’ ფარგლებში, საქართველოში მოქმედ უწყებათაშორის დანაყოფს პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა. აღნიშნული პროგრამის მონიტორინგის პროცესში, მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანია, ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავება და იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც მიმართული იქნება ისეთი ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთისთვის როგორიცაა: ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, მასობრივი განადგურების იარაღი, ბირთვული მასალა და სხვა ორგანიზებული დანაშაული.