საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქუთაისში იყო და მისმა სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგები 2-ჯერ განმეორდა.