საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი დმანისთან ახლოს იყო - Palitra News

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი დმანისთან ახლოს იყო

2017-12-08 13:26:16+04:00

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი თბილისიდან – 56კმ-ში, დმანისთან ახლოს იყო. ბიძგი 12:24 საათზე დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.