საქართველოში მიწისძვრა მოხდა - Palitra News

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2017-10-26 16:11:02+04:00

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მიწისძვრის სიმძლავრე 3,8 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სოხუმიდან აღმოსავლეთით 6 კმ–ში, სოფელ კელასურში იყო. მიწისძვრა დაახლოებით, 14:24 საათზე მოხდა.