საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 12:03 საათზე, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 51კმ-ში, ქალაქ წალკასთან, სოფელ უსეინქენდთან მოხდა.