საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან ახლოს, სოფელ აკუშოდან ერთ კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.