საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2.6 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათაინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ჩიქოვანმა განუცხადა, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსთავიდან 18 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო.
მიწისძვრა 08:17 საათზე მოხდა.