ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 8 მილიონ 719 ათას 886 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო. კერძოდ, იანვარში საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ მილიონ 481 ათას 396 ერთეული, საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობამ კი 7 მილიონ 238 ათას 490 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, სებ-ის ცნობით, 2017 წლის იანვარში ბაზარზე 9 მილიონ 217 ათას 231 ბარათი იყო.